| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ ღლონტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1962 წელს. მუშაობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1965-1968წწ. წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი; ამავე პერიოდში მივლინებული იყო მოსკოვის ე. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1990 წელს ვილნიუსის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 1968-1973წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1983წწ. – ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1983-1990წწ. – ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სექტორის გამგე; 1990-2006წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების ს/კ ლაბორატორიის გამგე; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი; მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მუშაობაში, სამეცნიერო ვიზიტებით იმყოფებოდა მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში, მათ შორის პარიზის პიერ და მარია კიურების უნივერსიტეტში (2002), კოპენჰაგენის უნივერსიტეტსა და მათემატიკის ინსტიტუტში (2003); 2014 წელს მონაწილეობდა სალერნოს (იტალია) უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციაში მათემატიკურ მოდელირებაში, რომელიც ჩატარდა სალერნოს უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტში. ეს იყო პირველი საერთაშორისო იტალია-საქართეელოს კონფერენცია და პირველი ინტერდისციპლინური შეხვედრა, რომელიც შეეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემას – იმუნოლოგიას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაწეული მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევებისა და დამსახურებისთვის დაჯილდოვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით (გარდაცვალების შემდეგ). აშშ-ში გამოცემულ წიგნში WHO WAS WHO in America (with world notables) 2014-2016 Volume XXVI, შეტანილია ომარ ღლონტის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

