| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაულ თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1950 წელს. 1950-1952წწ. იყო ქ. გაგრის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-სტომატოლოგი; 1952 წლიდან აბაშის ცენტრალური საავადმყოფოს პოლიკლინიკური განყოფილების ექიმი-სტომატოლოგი; სხვადასხვა დროს კვალიფიკაცია აიმაღლა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში: სტომატოლოგიაში (1960), თერაპიულ სტომატოლოგიაში (1973), ქირურგიულ სტომატოლოგიაში (1981), ყბა-სახის მიდამოს ტრავმები და ანთებითი პროცესები(1992). მინიჭებული აქვს ექიმ-სტომატოლოგის პირველი კატეგორიის წოდება (1974) და ექიმ-სტომატოლოგიის უმაღლესი კატეგორიის წოდება (1992), ხოლო სახელმწიფო სერთიპიკატის მიმნიჭებელმა კომისიამ მას მიანიჭა სტომატოლოგიურ თერაპიაში მუშაობის ნებართვის სერთიფიკატი (2001). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.804-805; რაულ თოფურია : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი,2018.-30 მარტი.-N 65 (8466).-გვ.11 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

