| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ნაკაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გობრონეთი, ქედის რაიონი. 1949-1953წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე; 1953 წლიდან სწავლა განაგრძო ქ. კუიბიშევის სამხედრო-სამედიცინო სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1955 წელს დაამთავრა. 1955-1957წწ. იყო მონღოლეთში დისლოცირებული საბჭოთა ჯარების ნაწილის შემადგენლობაში არსებული სამხედრო ნაწილის უმცროსი ექიმი; 1957-1961წწ. ქ. კოკჩეტავის სამხედრო ნაწილის სამედიცინო პუნქტის გამგე; 1961-1964წწ. ომსკის ოლქში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის უფროსი ექიმი; 1964-1968წწ. ქ. მურომის გარნიზონის ჰოსპიტლის ექიმი-თერაპევტი; 1968-1970წწ. აქვე- ექიმი-ინფექციონისტი; 1970-1972წწ. ქ. იაროსლავლის სამხედრო ნაწილის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1972-1976წწ. ქ. ბათუმის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1976-1981წწ. ქ. ვოროშილოვგრადის (უკრაინა) ოლქის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1981-1986წწ. ქობულეთის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1986-1988წწ. აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამკურნალო-პროფილაქტიკური განყოფილების უფროსი; 1989-1996წწ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სან-ავია სამსახურის უფროსი; 1996-1999წწ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სადგურის მთავარი ექიმის მოადგილე კატასტროფის მედიცინის დარგში; 1999-2000წწ. იქვე - მთავარი ექიმი; 2001-2003წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მუნიციპალური ფონდის ექიმი-კოორდინატორი; 2003 წლიდან პროფესორ ილია ნაკაშიძის ხელმძღვანელობით გახსნილი შპს კლინიკა "პარაცელსის" ექიმი-თერაპევტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, ბათუმის სამედიცინო სასწავლებელში - კითხულობდა ლექციებს ანატომიაში, ფარმაკოლოგიაში და პროფდაავადებაში. იგი დაჯილდოებული იყო სახელისუფლებო ორგანოების მიერ მრავალი მედლით, სიგელითა და მადლობით (1953-1981 წლებში, სულ 11 მედალი, 51 სიგელი). მიღებული ქონდა სამხედრო წოდებები: სამედიცინო სამსახურის ლეიტენანტი (1953), უფროსი ლეიტენანტი (1958), კაპიტანი (1961), მაიორი (1969) პოდპოლკოვნიკი (1977); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსგან მიღებული აქვს სიგელი "ჯანმრთელობის დაცვის დარგში ნაყოფიერი საქმიანობისთვის" (1999). სამხედრო ექიმი, თერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.807-810 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

