The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა ინასარიძე

ნათელა ინასარიძე
დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:2006  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილიუ: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში", ყველაზე დიდხანს ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციაში მოღვაწეობდა. ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების მრავალი დედანი მოამზადა და რედაქტირება გაუკეთა. ორმოცი წელი დიდი ერთგულებით, უმაღლესი პროფესიონალიზმითა და უდიდესი სიყვარულით ემსახურა ქართულ წიგნს და ქართველ მწერლებს. იყო არაერთი ცნობილი გამოცემის რედაქტორი. როგორც პროფესიონალს, ავტორებიც და კოლეგებიც გამორჩეულად აფასებდნენ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართული საგამომცემლო სკოლის ჭეშმარიტი პატრიარქის ვახტანგ ჭელიძის დიდი ნდობა, როცა მან "ვეფხისტყაოსანის"  საუბილეო აკადემიური  გამოცემის რედაქტორობა ნათელა ინასარიძეს მიანდო. მოგვიანებით გამოსულ ქართველიშვილისეული "ვეფხისტყაოსანის"რედაქტორიც გახლდათ. მრავალი ქართველი კლასიკოსის თხზულებაა მისი რედაქტირობით გამოცემული, აგრეთვე ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებული "ლიტერატურის ისტორიის" ტომები. იგი გახლავთ პავლე ინგოროყვას და ლევან გოთუას თითქმის ყველა გამოცემის უცვლელი რედაქტორი. ნათელა ინასარიძე ზვიად გამსახურდიასთან ერთად მუშაობდა კონსტანტინე გამსახურდიას ათტომეულზე, იყო ცნობილი მწერლების მურმან ლებანიძის, ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის, ოთარ ჭილაძის და სხვათა საიუბილეო თუ ცალკეული რჩეულების რედაქტორი. დაჯილდოებული იყო ორდენით, მედლებითა და საპატიო სიგელებით.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.171

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: