The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შუქურა ინასარიძე

შუქურა ინასარიძე
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:მკვლევარი, ჟურნალისტი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-1967წწ. საქართველოს  კინო-ფოტო-დოკუმენტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივი, ფონდების მცველი; 1967-1974წწ. კინო-ფოტო-დოკუმენტების განყოფილების გამგე; 1974-1982წწ. არქივის დირექტორის მოადგილე; 1982-1991წწ. კინო-ფოტო დოკუმენტების არქივის დირექტორი; 1991-1996წწ. სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება "მემატიანე"; 1991-1993წწ. პირველი კატეგორიის სპეციალისტი; 1993-1996წწ. საორგანიზაციო განყოფილების უფროსი; 1996-2006წწ. საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე; 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის უფროსი სპეციალისტი. გამოქვეყნებული აქვს ოცამდე სამეცნიერო ნაშრომი არქივმცოდნეობისა და დოკუმენტთმცოდნეობის საკითხზე, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის განკუთვნილი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.172

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: