The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი კივილაძე

აკაკი კივილაძე
Date of birth:26 August, 1923  (102 years)
Date of death:20??
Category:Historian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარისა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს.

1942-1943 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში; 1943 წელს ქერჩთან ბრძოლებში მძიმედ დაჭრილი ა. კივილაძე  სამშობლოში დაბრუნდა; 1949-1953 წლებში მუშაობდა თეთრიწყაროს ქართული საშუალო სკოლის დირექტორად; 1953-1973 წლებში ქ. თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში მხარეთმცოდნეობისა და ნატურალისტური კაბინეტის ხელმძღვანელად; 1973-1983 წლებში ქ. თბილისის მე-8 საშუალო სკოლის დირექტორად. მისი ხელმძღვანელობით სკოლამ ორჯერ "ქალაქის საუკეთესო სკოლის" სახელი მოიპოვა და საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ნიკო ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა; 1987 წელს მე-8 სკოლა " ნდობის სკოლად" გამოცხადდა, ხოლო მის ხელმძღვანელს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის საპატიო წოდება მიენიჭა. სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანოობაში მოპოვებული წარმატებებისთვის მისი შრომა მრავალი სახელმწიფო ჯილდოთია აღნიშნული.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.193

Awards and Honors

  • 1986 - სსრ კავშირის სახალხო განათლების წარჩინებული
  • 1978 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • 1969 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • ღირსების ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Bibliography


Share: