| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე კირვალიძე![]()
ბიოგრაფიადანბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) გამომცემლობაში უფროს რედაქტორად და 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისი რედაქტორობით არაერთი სამეცნიერო კრებული, მინოგრაფია თუ სახელმძღვანელო დაისტამბა. 1952-1962წწ. იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი და ძმასთან ზურაბ კირვალიძესთან ერთად ემსახურებოდა ქართულ ხალხურ სასიმღერო ხელოვნებას. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ძმასთან, ზურაბ კირვალიძესთან ერთად შემოიარა მაშინდელი საბჭოთა კავშირის მრავალი ქალაქი და საქართველოს ყველა კუთხე. და-ძმა კირვალიძეების მიერ შესრულებული მრავალი სიმღერა ჩაწერილია ფირზე და შესულია საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში. მუსიკალურ ხელოვნებაში წარმატებებისთვის მიღებული აქვს საპატიო ჯილდოები: არის საქართველოსა და ახალგაზრდობის საკავშირო კონკურსების ლაურიატი, ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის მონაწილე. 1956 წელს ქ. მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე და-ძმა კირვალიძეების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მომღერალ ზურაბ კირვალიძის და. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.124; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.200 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

