| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირზა შაფი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. განჯაში. დაიბადა განჯის ხანის ჯავადის კარის ხუროთმოძღვრის ოჯახში. საწყისი განათლება მშობლიურ განჯაში, მადრასაში მიიღო, სადაც არაბული და სპარსული ენები შეისწავლა. ოჯახის წევრების გარდაცვალების შემდეგ სწავლა შეწყვიტა. ამ პერიოდში თავის რჩენა გადამწერობით უხდებოდა, მოგვიანებით კი მუშაობდა მდივნად და ხარჯთაღმწერად ჯავად-ხანის ქალიშვილის ფუსთა-ხანუმის მამულში. 1840 წლიდან თბილისის სამაზრო სასწავლებელში ასწავლიდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებს. 1844 წელს დააარსა ლიტერატურულ-ფილოსოფიური წრე "სიბრძნის სკოლა". 1846-1850წწ. მასწავლებლობდა განჯაში, შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდა. ვაზეჰის შემოქმედება შეიცავს ფილოსფიურ ლირიკას, სატირული ჟანრის ნაწარმოებებს, სატრფიალო ლექსებს და სხვ. თბილისს უძღვნა ლექსი "დამშვიდობება თბილისთან". მისი თხზულებების დედნები, მცირე გამონაკლისის გარდა, შემორჩენილი არ არის. მსოფლიო მას იცნობს გერმანელი პოეტის ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტის თარგმანით ("ათას ერთი დღე აღმოსავლეთში", 1850 და "მირზა შაფის სიმღერები", 1851). აზერბაიჯანელი განმანათლებელი, კალიგრაფი. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

