| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ალშიბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა მოსკოვის ნ. ი. პიროგოვის სახელობის მეორე სამედიცინო ინსტიტუტი 1980 წელს. 1982 წლიდან მუშაობდა ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში. წლების განმავლობაში იყო კორონარული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ავტორია 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიის, მათ შორის: "კორონარული ქირურგიის ისტორიის ნარკვევები" (2002), "სახელმძღვანელო კარდიოლოგიაში სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის". მისი კლინიკური სფეროს ინტერესებია: კორონარული და სისხლძარღვთა ქირურგია; ერთდორული ოპერაციები კორონარულ და ბრაფიოცეფალურ არტერიებზე; ენდარტერექტომია კორონარული არტერიებიდან, დამხმარე სისხლძარღვთა მიმოქცევა გულის იშემიური დაავადებების ქირურგიაში. 2019 წლამდე იყო მოსკოვის ჰოსპისების დახმარების საქველმოქმედო ფონდის "ვერას" მზრუნველთა საბჭოს წევრი. ფერწერული ტილოების ცნობილი კოლექციონერი. ფერწერული ნამუშევრების შეგროვება დაიწყო 1986 წელს. ინტერესდებოდა "არაოფიციალური ხელოვნებით" ნონკონფორმიზმით. ნიმუშები, რომლებიც შეიქმნა 1960-იან წლებამდე. აგროვებდა მხოლოდ "თანამედროვე ხელოვნების" ნიმუშებს, "დათბობის" პერიოდის და მოსკოვის ანდერგრაუნდის მხატვრების ნამუშევრებს. 2014 წლის მონაცემებით მისი კოლექცია ითვლიდა 6-7 ათას ტილოს. მონაწილეობდა გამოფენებში. ცნობილი კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1998), ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის კორონარული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი. წყარო: ინტერნისტი: internist.ru ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

