| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ჭყონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში წამყვან სპეციალისტად. ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა გალეანომაგნიტური ეფექტის გამოყენების საფუძველზე საზომი ხელსაწყოების შექმნაში, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სხვადასხვა მოწყობილობის პრაქტიკულ გამოყენებაში, რომელთა შორის აღსანიშნავია უკონტაქტო, უზამბაროკლავიშიანი მოდული. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინსტიტუტის მიერ ატომური სამრეწველო დანადგარების განვითარების საქმეში და მსოფლიოს ერთ-ერთ პიონერულ სამუშაოში მრავალკრიტერიუმიანი ოპტიმიზაცია, რომლის ფარგლებში შემუშავდა აღნიშნული ოპტიმიზაციის თეორიული საფუძელები სტატიკური და დინამიკური ამოცანების გადასაწყეეტად. ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სიმძლავრის ჰიდროაგრეგატის მართვის პრობლემებთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, თეორიული კვლევების საფუძველზე დაამუშავა სიხშირის რეგულატორის მართვის ალგორითმები, რომელთა მიხედვით აიგო მოწყობილობები მცირე, საშუალო და დიდი სიმძლავრის ჰესებისთვის. ინსტიტუტის სხვა თანამშრომლებთან ერთად პრაქტიკულად ახორციელებდა მოცემული დროითი მახასიათებლების მქონე მაგნიტური ველების მოდელირებისათვის განკუთვნილი დანადგარების გამოყენებას. არის მრავალი გამოგონების ავტორი. 1968 წელს სამუშაოსთვის "სპეციალიზებული გამოთვლითი მოწყობილობა – დისკრეტული კორექტორი - 2, ინსტიტუტს მიენიჭა მეორე ხარისხის დიპლომი, ხოლო მას (1978) – გამოფენის ვერცხლის მედალი; 1977 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრაზე. დაკავებული იყო საზოგადოებრივი საქმიანობით, წლების განმავლობაში იყო პროფესიული კავშირის თავმჯდომარე; 1996 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში, საქართველოს პარლამენტში სხდომათა გაძღოლისა და კენჭისყრის რეჟიმის მართვის განყოფილების ხელმძღვანელად.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

