The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰამლეტ კერესელიძე

ჰამლეტ კერესელიძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1941  (85 წლის)
კატეგორია:ვეტერინარი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტი 1963 წელს.

1963-1969წწ. მუშაობდა დუშეთის რაიონში ვეტექიმად; 1969-1972წწ. დუშეთის რაიონის მთავარი ვეტექიმის მოადგილედ; 1972-1974წწ. პარტიის დუშეთის რაიკომის ინსტრუქტორად; 1974-1976წწ. დუშეთის რაიონის მთავარ ვეტექიმად; 1976-1978წწ. დუშეთის რაიკომის II მდივნად; 1978-1984წწ. დუშეთის რაიკომის I მდივნად, მის რაიკომის პირველ მდივნად მუშაობასთან არის დაკავშირებული ფშავ-ხევსურეთის სოფლების აღორძინება. კერძოდ, არხოტის ხეობაში ხევსურთა დაბრუნება, სოფლებში გუდანში და შატილში ხევსურთა თანამედროვე ტიპის სახლების მშენებლობა, უკანა ფშავში და ხადის ხეობაში გზების გაყვანა და ხიდების მშენებლობა, ჟინვალის ჰიდროტექნიკური კომპლექსის მშენებლობა, ქ. დუშეთში და დაბა ჟინვალში საკანალიზაციო კოლექტორის მშენებლობა, ასევე რაიონის სოფლების გაზიფიცირება და წყალსაცავის მშენებლობა. მისი მუშაობის პერიოდში დუშეთის რაიონში აშენდა მდინარე არაგვზე 7 კაპიტალური საავტომობილო ხიდი, 10 ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი, სამშობიარო სახლი და მრავალი სხვა ობიექტი. 1985 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს ქ. თბილისში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს "ზოოვეტმომარაგების" რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარედ. სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. დაჯილდოებულია ორდენობით და მედლებით.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.206


გააზიარე: