The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაირა პირტახია-ცანავა

ზაირა პირტახია-ცანავა
ოფიციალური სახელი:ზაირა პირტახია
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1938  (88 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1966 წელს.

1966 წელს მუშაობდა ხობის რაიპოლიკლინიკის უბნის ექიმად; 1966 წლიდან აბაშის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების ექიმ-ნეონატოლოგად და ახალშობილთა განყოფილების გამგედ; სხვადასხვა წლებში აიმაღლა კვალიფიფაცია: მიკროპედიატრიაში (1972, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი), ნეონატოლოგიაში (1981, თბილისის პერინატოლოგიისა და მეანო-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი), ახალშობილთა ფიზიოლოგია და პათოლოგიაში (1982, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი), მიკროპედიატრიაში (1983, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი); ნეონატოლოგიაში (1987, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი); მიღეული აქვს სერთიფიკატი ნეონატოლოგიაში (2001). მისი რამდენიმე ნაშრომი დაბეჭდილია სტუდენტთა სამეცნიერო კრებულში (1962, 1964), სტატიები რაიონულ გაზეთსა და რესპუბლიკურ გაზეთ "მედიცინაში". პირველი კატეგორიის ექიმი (1978), ნეონატოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.829-830; ზაირა პირტახია : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2012. - 11 სექტემბერი. - N173 (7049). - 11გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აბაშის რაიონის მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირები, თავმჯდომარე (1980-1990)
  • ქალთა რაიონური კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - შრომის ვეტერანი
  • 1982 - ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: