| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუსიენ შარლ დავიდ მიურატი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მუსტაფა, ალჟირი. სალომე დადიანისა და აშილ მიურატის პირველი შვილი. სწავლობდა ოქსფორდში, სადაც სასოფლო-სამეურნეო დარგში ხარისხი მიიღო. 1897 წელს, მამის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, ცოლად შეირთო მხატვარი მერი დე როან-შაბო. ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. 1906 წელს ლუსიენ მიურატი ვაჟთან, აშილთან ერთად დედის სამშობლოში, საქართველოში, სამეგრელოში გადასახლდა. საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ ლუსიენი ორი წლის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. ციხიდან გამოსული დაბრუნდა საფრანგეთში, მოგვიანებით კი მაროკოში დასახლდა. გარდაიცვალა ქ. რაბათში, მაროკო. ნაპოლეონ ლუი აშილ მიურატისა და ანტუანეტ კატრინ (ბებე) მიურატების ძმა. ეკატერინე ჭავჭავაძის შვილიშვილი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი: ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექცია: archive.gov.ge გვ.56-57
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

