The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ხარაბაძე

დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1927  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

1901 წლიდან ხონის სოციალ­-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი იყო. დააპატიმრეს 1906 წელს. 1916 წელს გაემგზავრა ირანში ჯულფა-­ბაქოს რკინიგზაზე სამუშაოდ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ამავე წელს აირჩიეს სოფელ გუბის გლეხთა დეპუტატობის საბჭოს შემადგენლობაში. 1919 წელს სამტრედიის რაიონში მონაწილეობდა მენშევიკების წინააღმდეგ აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს. ციხიდან გათავისუფლდა 1920 წელს, საბჭოთა რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის ხელშეკრულების დადების შემდეგ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იოსებ ხარაბაძე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. მისი ხსოვნის აღსანიშნავად, სოფელ გუბის ჩაის ფაბრიკას იოსებ ხარაბაძის სახელი უწოდეს. რევოლუციონერი, ბოლშევიკი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი: ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექცია: archive.gov.ge გვ.136


გააზიარე: