| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინა დალაქიშვილი-საბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა ქ. კუიბიშევის (თათრეთის ასსრ, რსფსრ) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს; ამავე ინსტიტუტში გაიარა ინტერნატურა მეან-გინეკოლოგიის სპეციალობით. 1972-1976წწ. ქ. კუიბიშევის რაიონული საავადმყოფოს ექიმი მეან-გინეკოლოგი; 1976-1980წწ. ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს ექიმი მეან-გინეკოლოგი; 1980-1983წწ. ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ ჟაზელის ექიმი მეან-გინეკოლოგი (გაიგზავნა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ მეუღლესთან ბორჯომის რაისაავადმყოფოს ქირურგ ბორის საბაშვილთან ერთად); 1983-1996წწ. ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს ექიმი მეან-გინეკოლოგი და განყოფილების გამგე; 1996-2002წწ. ჯანდაცვის დარგში რეორგანიზაციის გამო ბორჯომის რაიონული საავადმყოფოსგან გამოყოფილი სამშობიარო განყოფილების სამშობიარო სახლად გადაკეთების შემდეგ იყო ჯერ სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი, შემდეგ დირექტორი; 2002 წლიდან ბორჯომის სამშობიარო სახლის ექიმი მეან-გინეკოლოგი ოპერატორი; 1999 წელს მიღებული აქვს ლიცენზია სპეციალობის მიხედვით; 2002 წელს ჩააბარა სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდა სპეციალობაში "ჯანდაცვის ორგანიზაცია"; 1984 წელს მიენიჭა პირველი კატეგორიის ექიმის წოდება მეან-გინეკოლოგიაში; წლების განმავლობაში ატარებდა სემინარებს, ამზადებდა ახალგაზრდა კადრს, ეწეოდა მუშაობას სოფლის ბებიაქალებთან - "პირველადი დახმარება ორსულობისა და მშობიარობის დროს". იგი, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცნობილი და დამსახურებული ექიმი შესულია ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით გამოცემულ წიგნში "რეგიონის ლიდერი ქალები" (გამომცემლობა "საარი", 2003, ქ. ახალციხე). მეან-გინეკოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.864-865 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

