| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ბახუტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1974წწ. რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს ინტერნატურის კურსდამთავრებული ქირურგიაში; 1974-1976წწ. ყვარლის რაისაავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ექომი-ქირურგი და ექიმი-ონკოლოგი; 1977-1982წწ. აქვე გადაუდებელი დახმარების ქირურგი; 1982-1984წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1984-1992წწ. ყვარლის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1992 წლიდან აქვე ქირურგიული განყოფილების გამგე; სხვადასხვა წლების განმავლობაში აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში: მკერდის ღრუს ორგანოების ქირურგიაში (1977); სისხლძარღვთა ქირურგიაში (1979); მუცლის ღრუს ონგანოების ქირურგიაში (1982); ქ. თბილისის მე-3 კლინიკური საავადმყოფოს ენდოსკოპიური განყოფილების ბაზაზე შეისწავლა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიური გამოკვლევისა და მკურნალობის მეთოდები: ეზოფაგოსკოპია, გასტროსკოპია, დუედენოსკოპია, წყლულების ადგილობრივი მკურნალობა (1990); მინიჭებული აქვს პირველი საკვალიფიკაციო კატეგორია ქირურგიაში (1990); არის ორი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი: 1. ორკეხიანი ზონდი კუჭის რეზექციის შემდგომი კუჭის ტაკვისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დეკომპრესიისათვის და ენტერალური კვებისთვის (1984, ორივე დაინერგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრაზე); ორივე რაციონალიზატორული წინადადება გამოქვეყნდა საკავშირო ჟურნალში "Вестник хирургии"; გამოქვეყნებული აქვს ერთი მეცნიერული ნაშრომი -"ზოგიერთი ბიოქიმიური ცვლილებები სისხლის ექსტრაკორპორალური მიმოქცევის პირობებში" (1970, დაიბეჭდა მეცნიერთა სემინარის მასალებში); მირებული აქვს მრავალი მადლობა და ჯილდო, მათ შორის სპიტაკის მიწისძვრის შედეგების სამაშველო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობისთვის; ყვარლის რაიონის მთავარი ქირურგი; იყო ქ. ყვარლის საკრებულოს ორჯერ მოწვევის დეპუტატია. ექიმი - ქირურგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.865-867 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

