The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფრანჩესკო ტრეჩი

ფრანჩესკო ტრეჩი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:ისტორიკოსი, მწერალი

ბიოგრაფია

სწავლობდა ფლორენციის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2002 წლიდან იქვე დაიწყო საქართველოს ისტორიის შესწავლა და ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. 2003 წელს დაწერა სადიპლომო ნაშრომი "საქართველოს ისტორია 1989 წლიდან 2000 წლამდე".

საქართველოში პირველად 2003 წელს ჩამოვიდა. 2010 წელს ფლორენციის უნივერსიტეტში მიენიჭა მეორე სამეცნიერო ხარისხი შუა საუკუნეების ისტორიაში, დაწერა მეორე დისერტაცია საქართველოს შესახებ: "საქართველოს ისტორია IV-XIII საუკუნემდე". 5 წელი ნეაპოლში სწავლობდა ქართულ ენას. 2016 წელს დაწერა "საქართველოს ისტორია", მოკლე ნარკვევი იტალიურ ენაზე საქართველოს ისტორიის შესახებ მისი წარმოშობიდან დღემდე, ხოლო 2017 წელს გამოაქვეყნა წიგნი "საქართველო, ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის სურდა", 2023 წელს კი მესამე წიგნი სახელწოდებით "SAKARTVELO", ამ წიგნში მოცემულია საქართველოს ყველა ულამაზესი კუთხის 100 ფერადი ფოტო, მისი ისტორია, კულტურა, ტრადიცია, გასტრონომია. 

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პორტალი: rustaveli.org.ge


გააზიარე: