The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ყამარაული

მარიამ ყამარაული
დაბადების თარიღი:1990  (36 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

2010 წელს დაამთავრა ფრანკფურტის გოეთეს სახელობის გიმნაზია და სწავლა გააგრძელა გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში; 2010-2015 წლებში გაიარა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  პროგრამა კავკასიოლოგიის სპეციალობით; 2015 წელს მოიპოვა საერთაშორისო სტრუქტურირებული სადოქტორო სკოლის "ნომინალური მოდიფიკაცია" სტიპენდია, რომელიც წარმატებით დაასრულა 2018 წელს.

2021 წლიდან არის ჰამბურგის უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომელი საერთაშორისო პროექტში DELICATE-წიგნიერების განვითარება კავკასიის ტერიტორიებზე, სადაც მუშაობს ქართული ხელნაწერების გაშიფვრაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. 2015 წლიდან ლექციებს კითხულობს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში, 2020 წლიდან კი მიჰყავს ძირითადი და არჩევითი სალექციო კურსები: ენათმეცნიერების შესავალი, სინტაქსის საკითხები, პრაგმატიკა, ენობრივი ტიპოლოგიის საფუძვლები, ენათმეცნიერების სპეციალური პრობლემები, ტყუილი და ენობრივი მანიპულაცია. პედაგოგიური მოღვაწეობის ამ პერიოდში ოთხჯერ არის ნომინირებული  ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ყოველწლიურ პრიზზე "შესანიშნავი სწავლება" (1822-Lehrpreis für Exzellente Lehre), როგორც საუკეთესო ლექტორი. აქტიურად ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია "სახელური დომენები ქართულში" და ნაშრომები "შესავალი დიგიტალურ ქართველოლოგიაში" (თანაავტორი), "ვეფხისტყაოსნის" აფხაზური თარგმანების სიხშირული ლექსიკონი" (თანაავტორი); არის 18 სამეცნიერო სტატიისა და 23 საკონფერენციო მოხსენების ავტორი. აქტიურად მოღვაწეობს დიგიტალური ქართველოლოგიის სფეროში: ხელმძღვანელობს საერთაშორისო პროექტის "Rustaveli goes digital" განვითარებას (ბეტა-ვერსია), არის ციფრული რესურსების GEABCO (geabco.com) და MyRustaveli (myrustaveli.com) პორტალის ტექნოლოგიური ჩარჩოს ავტორი. ეწევა სარედაქციო მოღვაწეობას: არის დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია-საქართველოს ორენოვანი რეფერირებადი ახალგაზრდული სამეცნიერო ონლაინჟურნალის "მილენიუმი" (adh.ge) მთავარი რედაქტორი და სამეცნიერო სერიის "ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსი" ერთ-ერთი რედაქტორი. 2018 წელს  ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:  "სახელური დომენები ქართულში-დიაქრონიული ანალიზი" (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ი. გიპერტი) და მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პორტალი: rustaveli.org.ge


გააზიარე: