| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ტოფაძე-გოიმანი![]()
ბიოგრაფია2008 წელს დაამთავრა დოქტორანტურა იტალიის ქ. პავიის უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა დისერტაცია თემაზე "ევიდენციალობის გამოხატვის საშუალებები ქართულში". 2009 წლიდან უძღვება თანამედროვე ქართული ენის კურსს ბერნის უნივერსიტეტში და ძველი ქართული ენის კურსს ფრიბურგის უნივერსიტეტში. იტალიურ ენაზე თარგმნა ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები" ("Lettere di un viaggiatore", გამომცემლობა "ილ საჯო", იტალია, 2021) და სულხან-საბა ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში" ("Viaggio in Europa", გამომცემლობა "ილ საჯო", იტალია, 2023). გამოქვეყნებული აქვს შემდეგი სამეცნიერო სტატიები: "ქართული ენა-იდუმალი კულტურის ანარეკლი=La Lingua Georgiana-Specchio Di Una Cultura Misteriosa აღმოსავლეთისკენ! = A Oriente!" (აღმოსავლური ენებისა და კულტურების იტალიური ჟურნალი. მილანი, 2011. N 18. გვ. 48-55); რეცენზია წიგნზე "ქართულ–მეგრულ–ლაზურ–სვანურ–ინგლისური ლექსიკონი", (ენათმეცნიერების საკითხები, 2015 / ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. თბილისი, 2016). წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პორტალი: rustaveli.org.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

