| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფარნა მენთეშაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1939 წელს. 1956 წლიიდან ამავე უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის კათედრაზე იყო დოცენტი, პროფესორი; 1972–1985წწ. – კათედრის გამგე; მისი ხელმძღვანელობით კათედრასთან ჩამოყალიბდა ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური ანალიზის დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და კონტროლის პროგრამების ფორმებისა და მეთოდების დანერგვის საქმეში. ის არის სამეცნიერო ნაშრომების, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი მეცნიერული კვლევის სფეროს წარმოადგენდა საქართველოს კვების მრეწველობის ეკონომიკური ეფექტიანობის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური ანალიზის პრობლემური საკითხები, რევიზია და კონტროლი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1973). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

