The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი მერაბიშვილი

გივი მერაბიშვილი
Date of birth:17 July, 1940  (85 years)
Category:Scientist, Psychologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით 1964 წელს.

მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში; საქართველოს პოლიტექნიკურ ისტიტუტში განყოფილების გამგედ; მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალურ რესპუბლიკურ ინსტიტუტში. 1974–2006წწ. მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (დოცენტი, პროფესორი) 1982–1988წწ. აქვე ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას; 2000 წლიდან არის ფსიქოთერაპიული ცენტრის, "არსის" გენერალური დირექტორი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: განწყობის ფსიქოლოგია, მძღოლის ფსიქოლოგია, საინჟინრო ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია. მან შექმნა ყურადღებისა და ანტიციპაციის საკვლევი ტესტები, შეიმუშავა ექსტრემალურ პირობებში მომუშავეთა პროფესიული შემოწმებისა და ფსიქოტრენინგების მეთოდიკა. ჩამოაყალიბა საკუთარი მიმართულება ფსიქოთერაპიაში, ე. წ. ანთროპოანალიზი. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1991). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Bibliography


Share: