The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ არეშევი

მიხეილ არეშევი
Date of birth:1876
Date of death:1921  (at 45 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში, ტფილისის იუნკერთა ქვეით სასწავლებელში (მე-2 თანრიგით) და ოფიცერთა მსროლელ სკოლაში.

სამხედრო სამსახურში შევიდა 1894 წელს. მსახურობდა აზოვის 45-ე ქვეით პოლკში; 1900-1908წწ. მსახურობდა ქართველ გრენადერთა მე-14 პოლკში; მონაწილეობდა 1904-1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომში; 1908-1913წწ. მეთაურობდა 63-ე სარეზერვო ქვეითი ბრიგადის, მაიკოპის 249-ე სარეზერვო ბატალიონს; 1913-1916წწ. მსახურობდა კავკასიის მე-3 მსროლელ პოლკში; მონაწილეობდა 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომში, მეთაურობდა იმავე პოლკის ბატალიონს; 1916-1917წწ. მეთაურობდა კავკასიის მე-3 მსროლელ პოლკს; 1916 წლის 17 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1917 წელს, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დაინიშნა კავკასიის 1-ი მსროლელი დივიზიის მეთაურად; 1917-1918წწ. მეთაურობდა სომხური კორპუსის 1-ლ დივიზიას; 1918 წლიდან მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის ჯარში; მონაწილეობდა თურქების წინააღმდეგ წარმოებულ ყველა ბრძოლებში; 1919 წელს გაიგზავნა პარიზში, სამშვიდობო კონფერენციაზე, სომხეთის დელეგაციის სამხედრო მრჩევლად. შემდგომი ბედი უცნობია. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული  ორდენებით. გენერალ-მაიორი (1917).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.27-28

Awards and Honors

  • 1915 - წმინდა გიორგის იარაღი
  • 1915 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1909 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით)
  • 1905 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით)
  • 1905 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

Share: