| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ბეენაშვილი![]()
ბიოგრაფიაქართლის მეფის გიორგი VIII ასულის, იოსაფატისა და სფირიდონ ბეენაშვილის შვილის მეუღლე. ქეთევანის დაკვეთითაა გადაწერილი მარხვანი, რომელშიც მრავლადაა ნახსენები სამხრეთ საქართველოს "მფლობელი ოჯახის–ათაბაგთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელები". "დიდი ფეოდალის სფირიდონის რძალი", "მეწიეთის მარხვანის" მოსახსენებლების შედგენისას, მიზნად ისახავდა თავისი ქმრის მეფური წარმოშობის წინ წამოწევას". ხელნაწერი დამზადებული უნდა იყოს 1566 წელს ვინმე გაბრიელის მიერ. გადამწერი მზეგრძელობას უსურვებს ქეთევანს (ქეთაონს): "ადიდენ ღმერთმან პატრონი ქეთაონ და ძენი მისნი მშვიდობით დაიცევი ორსავე შინა ცხოვრებასა, აქასა ამის სოფლისა მზეგრძელობასა... და მერმეს" მას საუკუნესა ცხოვრებითა და ცოღვათა შენდობითა, რომლისა ბრძანებითა, ნებებითა და გულსმოდგინებითა აღიწერა და სრულ იქმნა წმიდა ესე სულთა განმანათლებელი წიგნი მარხვანი". როგორც ჩანს, ქეთევანს მსგავსად მეუღლის დეიდის ქეთევან დედოფლისა, წვლილი შეუტანია ძველ ქართულ ხელნაწერთა გამრავლებაში. (ქეთევან ან ქეთაონ ბაგრატიონი იყო ასული ქართლის მეფის გიორგისა (1446-1466) და თამარ ყვარყვარე II ათაბაგის ასულისა). წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.76-78
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

