The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინე ღოღელიანი

მარინე ღოღელიანი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1957  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს; ჩაჩავას სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორდინატურა 1984 წელს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურა 1987 წელს.

1987 წლიდან მუშაობს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნულ ცენტრში სეფსისოლოგ-გინეკოლოგად; არის კონსილიუმ "მედულას" მეან-გინეკოლოგი და ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი; 2024 წელს შეუერთდა ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის კოლექტივს, როგორც გინეკოლოგ - ინფექციონისტი; არის საქართველოს კატასტროფის სამედიცინო სამსახურის კონსულტანტი, ქიმეოთერაპიული საზოგადოების და სეფსისის ასოციაციის  და არასამთავრობო ორგანიზაცია "ასაკლეპიუსის" გამგეობის წევრი; მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებსა და ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამებში, სადაც კითხულობს ლექციების კურსს; აქტიურად მონაწილეობს სამედიცინო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. არის 3 საერთაშორისო კვლევის თანამკვლევარი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ექიმ გივი ღოღელიანის შვილი.

სადისერტაციო თემა - "ჩირქოვანი მასტიტების ნაადრევი დიაგნოსტიკის იმუნოლოგიური ასპექტები და მკურნალობის მეთოდები", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.332


გააზიარე: