| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ძიძიგური![]()
ბიოგრაფია1973-1977 წლებში სწავლობდა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტში, იყო სპორტის ოსტატობის კანდიდატი და საქართველოს პირველობის არაერთგზის პრიზიორი ფარიკაობაში. 1977-1979 წლებში მსახურობდა ჯარში. 1980-1983 წლებში მუშაობდა მეტალურგიულ ქარხანაში მუშად. 1983-1991 წლებში მუშაობდა რუსთავის 22-ე, 26-ე სკოლებსა და № 162-ე პროფსასაწავლებელში პედაგოგად. 1991 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა რუსთავში საქართველოს ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფი, იყო ამ ბატალიონის შტაბის უფროსი, რუსთავ-გარდაბნის კომენდანტი, ასევე მუშაობდა თბილისის საარტილერიო სასწავლებელში უფროს მასწავლებლად, ჰქონდა მინიჭებული ეროვნული გვარდიის კაპიტნის წოდება. დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბერს აფხაზეთში, სოფელ შრომასთან. მისი გვამი მხოლოდ 6 დღის შემდეგ იპოვეს, დაკრძალეს 19 ნოემბერს ქ. რუსთავში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.496
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

