| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე ციმაკურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თლუხი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის ბანკის მუშაკთა გადასამზადებელი ორწლიანი კურსები; ლენინმგრადის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი. ახალგაზრდობაში დამოუკიდებლად შეისწავლა საბუღალტრო საქმე და სოფელ ჭელიაღელის საკრედიტო ამხანაგობის ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო ბანკში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1937 წელს, როგორც უკვე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი დააწინაურეს და საქართველოს ფინანსთა კომისრად დაინიშნა, სადაც 1947 წლამდე იმუშავა, ხოლო 1947 წელს საქართველოს საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარედ გადაიყვანეს, 1954 წელს კი საქართველოს მინისტრთა საბჭოს თანმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, პარალელურად 1956-1957წწ. ვაჭრობის მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა; 1960-1980წწ. იყო ფასების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. მისი ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ეკლესიას მოეხსნა დაკისრებული გადასახადები. ორჯერ იყო არჩეული სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, სამჯერ საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.361-362
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

