| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ კარტაშევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის გიმნაზია და ტფილისის ქვეითი იუნკერთა სასწავლებელი. ჯარში მსახურობდა 1872 წლიდან ახალციხის 262-ე ქვეით პოლკში. მონაწილეობდა 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის და 1904-1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომებში. იყო დაჭრილი, მიწერილი იქნა ალექსანდრეს დაჭრილთა კომიტეტთან. 1906 წლის 27 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1915-1917წწ. მეთაურობდა 22-ე სარეზერვო ქვეით ბრიგადას. მონაწილეობდა 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომში. 1917 წლიდან ირიცხებოდა კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1917 წლის 20 მაისს დროებითი მთავრობის მიერ დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1916). გარდაცვალების ზუსტი თარიღი არ იძებნება, დაახლოებით 1918 წლის შემდეგ არის გადაცვლილი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

