| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზილიხან ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფია"დავითნის" ერთი ნუსხა დამზადებულია "ბრძანებითა ბატონისშვილი ზილიხანისათა" XVII საუკუნეში. ტექსტი შესრულებულია ნუსხურით. ბოლოს ერთვის მხედრული მინაწერი: "დაიწერა და სრულ იქმნა წმიდადა სულთა განმანათლებელი დავითნი ბრძანებითა ბატონისშვილი ზილიხანისათა. ახმარნეს ღმერთმან დღეგრძელობასა და ახოდ ყოფნასა შინა. ამინ და კირიელეისონ". ტექსტს ბოლოს დართული აქვს ძველი ხელნაწერიდან გადმოტანილი ძვირფასი ილუსტრაციები, რომელთაც ქართველი ხალსის მატერიალური კულტურისა და ეთნოგრაფიული ყოფის გასაცნობად უდიდესი მნიშვნელობა აქვთ (ხარება, ტაძრად მიყვანება, ჯვარცმა და სხვ.). ამ მანდილოსანმა არა მხოლოდ "დავითნის" საინტერესო ნუსხა დაამზადებინა, არამედ მაღალი ოსტატობით შესრულებული ნახატებიც გადაარჩინა და შემოინახა. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.96
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

