| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მარდანოვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა კავკასიის სამხედრო გამმიჯვნელთა და სამხედრო ტოპოგრაფთა სკოლა 1874 წელს და გენერალური შტაბის აკადემია - 1882 წელს. მონაწილეობდა 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1878-1882წწ. მსახურობდა ასმეთაურად 161-ე ალექსანდროპოლის ქვეით პოლკში; 1882-1884წწ. - მე-20 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი; 1884-1888წწ. - კავკასიის II საარმიო კორპუსის შტაბი, დავალებათა ოფიცერი; 1888-1889წწ. - 22-ე ადგილობრივი ბრიგადის უფროსის მმართველობაში, დავალებათა ოფიცერი; 1889-1890წწ. - ქერჩის სიმაგრის შტაბის სამშენებლო განყოფილების უფროსი; 1892 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1890-1894წწ. - კავკასიის სარეზერვო ბრიგადის მმართველობის შტაბ-ოფიცერი; 1894-1896წწ. - მიხეილის სიმაგრის (ქ. ბათუმი) შტაბის უფროსი; 1896-1898წწ. - მე-2 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი; 1898-1900წწ. - 36-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი; 1900-1904წწ. - მოჟაისკის 141-ე ქვეითი პოლკის მეთაური; 1904-1905წწ. - აღმოსავლეთ ციმბირის მე-3 მსროლელი დივიზიის I ბრიგადის მეთაური; 1904-1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომის დროს დაწინაურდა ბრძოლაში სოფელ ლიანდანსანთან (მანჯურიაში). 1905-1907წწ. - ამურისპირა სამხედრო ოლქის გენერალკავარტირმაისტერი; 1906-1907წწ. - გრენადერთა მე-3 დივიზიის I ბრიგადის მეთაური; 1907 წლიდან - ციმბირის მე-3 სარეზერვო ქვეითი ბრიგადის მეთაური; იმავე წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1904). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

