The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი ჭოხონელიძე

ბადრი ჭოხონელიძე
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1947
გარდაცვ. თარიღი:1996  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, ჟურნალისტი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს

1971-1989 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მწერალთა შემოქმედებით გაერთიანებაში; 1989 წლიდან იყო ალმანახ "დრამატურგის" მთავარი რედაქტორი; ლიტერატურ მოღვაწეობას სტუდენტობიდან ეწეოდა; მისი პირველი მოთხრობა "სადღეგრძელო" დაიბეჭდა უნივერსიტეტის ალმანახ "პირველ სხივში"; 1966 წელს საუნივერსიტეტო ლიტერატურულ კონკურსში "ნოველა-66" გაიმარჯვა და მას შემდეგ მისი მოთხრობები, პიესები, კინოსცენარები, მხატვრული თარგმანები სისტემატიურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნად, იდგმებოდა თეატრების სცენებზე. გამოცემული აქვს ხუთი პროზაული კრებული: "მოთხრობები", "ჩემი მეგობარი", "შენ კი ამბობდი", "ძმა", "ქალბატონები და ბატონები". ბ. ჭოხონელიძის სცენარების მიხედვით გადაღებულია 3 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ათამდე დოკუმენტური და რამდენიმე ნახატი ფილმი. მისი მოთხრობები თარგმნილია რამდენიმე უცხო ენაზე.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.375

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: