The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ნათაძე

სხვა სახელი: Ш. Горцев  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1883
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 1912  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

სწავლობდა სათავადაზნაურო სკოლაში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1903 წელს ექსტერნად ჩააბარა გამოცდები მოსკოვის უნივერსიტეტში.

პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 1904 წელს სოციალ-რევოლუციონერთა პარტიაში, დროგამოშვებით თბილისის ორგანიზაციაშიც მუშაობდა. გურიის გლეხთა მოძრაობის შესახებ დაწერა ბროშურა "Как грузинские крестьяне борются за свободу" და რუსულ კრებულ "Коллектив" ნაციონალური საკითხის შესახებ გამოაქვეყნა წერილი. (ქართულადაც დაიბეჭდა ეროვნული საკითხის შესახებ). ამავე დროს, აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. ტერორისტული აქტი მოაწყო დასავლეთ საქართველოს სადამსჯელო რაზმების უფროსზე, გენერალ ალიხანოვ-ავარსკიზე ქუთაისში, რომლის დროსაც ალიხანოვ-ავარსკი დაიჭრა. 1906 წლის რეაქციის დროს, გამომცემლობა "Молодая Россия" ერთად დააპატიმრეს. ციხიდან გაიქცა, ორი წელიწადი იმალებოდა, მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა უნივერსიტეტის დამთავრება და მასწავლებლის ადგილი მიიღო ქ. როსტოვში. სასამართლომ შალვა ნათაძე, მისი ძმის– გრიგოლ ნათაძის მეუღლის ოლგას თავდებობით, გასამართლებამდე თავისუფლად დატოვა. როცა გაირკვა, რომ შალვა ნათაძეს სასტიკი სასჯელი ელოდა, სტამბოლში გაიქცა, საიდანაც რუსეთის ჟურნალ-გაზეთებში კორესპონდენციებს აქვეყნებდა ბალკანეთის მდგომარეობის შესახებ. პერიოდულად ქართულ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებშიც წერდა კორესპონდენციებს. 1912 წელს სტამბოლში, მოულოდნელად, ავად გახდა კბილის ტკივილით და 19 დეკემბრს გარდაიცვალა. სოციალისტ-რევოლუციონერი, პუბლიცისტ-კორესპონდენტი და პოლიტიკური მოღვაწე. იასონ ნათაძის შვილი, გრიგოლ და ლევან ნათაძეების ძმა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.448

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: