The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ადამ ყორღანოვი

ადამ ყორღანოვი
Date of birth:19 June, 1846
Date of death:14 October, 1914  (at 68 years)
Burial location:ვერის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამა, თბილისი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა კადეტთა მე-2 კორპუსი და პავლოვსკის 1-ი სამხედრო სასწავლებელი.

სამხედრო სამსახურში შევიდა 1863 წელს. მსახურობდა კავკასიის სასწავლო ასეულში, კავალერიის სასწავლო ესკადრონში. მეთაურობდა ესკადრონს და დივიზიონს. მონაწილეობდა 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში და რუსეთის არმიის შუა აზიის ლაშქრობის ახალ-თეკეს ექსპედიციაში. იმყოფებოდა კასპიისპირა ოლქის ჯარების სარდალთან. 1889 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1889-1891წწ. მსახურობდა კავალერიის საკადრო რეზერვის უფროსად. 1891-1899წწ. მეთაურობდა ასტრახანის დრაგუნთა 22-ე პოლკს. 1899-1904წწ. მეთაურობდა კავალერიის მე-3 დივიზიის 1-ლ ბრიგადას. 1904-1905წწ. მეთაურობდა კავალერიის მე-11 დივიზიას. 1905 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. 1905-1908წწ. მსახურობდა კავალერიის მე-9 დივიზიის უფროსად. 1908 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. 1908-1913წწ. სარდლობდა კიევის სამხედრო ოლქის XII საარმიო კორპუსს. 1913 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან წლოვანების გამო, მუნდირით და პენსიით. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. კავალერიის გენერალი (1911). გენერალ სოლომონ ყორღანოვის შვილი.

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.94

Awards and Honors

  • 1913 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1909 - წმინდა ანა I ხარისხის ორდენი
  • 1902 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1895 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1883 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1880 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით)
  • 1878 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1872 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1870 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: