| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელ ყორღანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსში 1897 წელს, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი - 1900 წელს და გენერალური შტაბის აკადემია - 1905 წელს. სამხედრო სასწავლებლიდან გამოშვების შემდეგ, 1899 წელს მსახურობდა მე-6 ცხენოსან-საარტილერიო ბატარეაში. 1908-1909წწ. მსახურობდა კავკასიის 1-ი საარმიო კორპუსის შტაბის უფროს ადიუტანტად. 1909-1913წწ. მსახურობდა კავალერიის კავკასიის დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად. მონაწილეობდა 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომში. 1914 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1914-1915წწ. ასრულებდა 39-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას. 1915-1916წწ. ასრულებდა კავალერიის კავკასიის დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას. 1916-1917წწ. მეთაურობდა პერეიასლავის დრაგუნთა მე-15 პოლკს. 1917 წელს დაინიშნა კავალერიის მე-15 დივიზიის შტაბის უფროსად. 1917 წელს დაინიშნა კავკასიის ფრონტის ჯარების მთავარსარდლის შტაბის მორიგე გენერლად. ფრონტის დაშლის შემდეგ გადავიდა სომხეთის რესპუბლიკის ჯარში, იყო პარიზში საერთაშორისო კონფერენციის, სომხური დელეგაციის სამხედრო მრჩეველი. 1920 წლის ბოლოდან ემიგრაციაში იყო. 1929 წელს დააარსა, ხოლო 1930-1934წწ. იყო "1914-1921 წლების ყოფილ სომეხ ოფიცერ-კომბატანტთა კავშირის" საპატიო თავმჯდომარე და საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის მასონთა ლოჟა "France-Armenie"-ს წევრი. 1947-1949წწ. გამოდიოდა მოხსენებებით და დისკუსიებით მასონთა ლოჟა "ლოტოს"-ში. ავტორია წიგნისა "Участие армян в Мировой войне на Кавказском фронте (1914-1918)", პარიზი, 1927, ფრანგ. ენაზე). დაჯილდოებული იყო საფრანგეთის "საპატიო ლეგიონის" ორდენით. გარდაიცვალა პარიზში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1917). გენერალ გრიგოლ ყორღანოვის შვილი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

