| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან დიასამიძე![]()
ბიოგრაფიაქეთევან დიასამიძემ XVIII საუკუნეში გადაწერა დათუნა ქვარიანის პოემა "წმიდა გიორგის წამება" (დათუნა ქვარიანს 1678-1680 წლებში შეუთხზავს პოეტური ნაწარმოები "წამება და სასწაულთმოქმედება წმიდა გიორგისა". ეს ჰაგიოგრაფიული თხზულება ემყარება მთავარმოწამის ცხოვრებისა და წამების იმ პროზაულ აქტებს, რომელთა უმრავლესობა ადრე უთარგმნიათ ქართულად), რასაც ადასტურებს გადამწერის ანდერძის მინაწერი: "ჰოი, წმინდაო გიორგი, ტკბილად გიბრძანებს უფალი, თავსა დაგადგა გვირგვინი, შემწედ გყავს შენი უფალი, სამოთხე მოგვცა სამყოფად, მუნ ედემის სატურფალი, და შენ ქეთევან შეიწყნარე მწერალი და ხელთუფალი." პოემის ტექსტი ქეთევანს შეუცვლია. შესავალში, რომელიც დათუნა ქვარიანის ავტობიოგრაფიულ ცნობებს შეიცავს, მას თავისი სახელი და გვარი ჩაუმატებია: "დიასამიძის ასულმა თქვა შესავალი ღთისანი, მერმე წმიდისა გიორგის მის მთავარმოწამისანი", ხოლო იქ, სადაც თხზულების ავტორი იხსენიებოდა წერს, "თუმც შემწევს ძალი ღთისა, ვწერ ქეთავან გვარიანი". ქეთევან დიასამიძის ორიგინალური შემოქმედებიდან არაფერია მოღწეული, იგი პოეტური ნიჭითაც ყოფილა დაჯილდოვებული. ქეთევანის ოჯახის შესახებაც არაფერია ცნობილი, მაგრამ მისი გვარი კი ისტორიული წყაროებით საკმაოდ ცნობილია. მწიგნობარი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.120
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

