| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი კურცხალია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1995 წელს. მუშაობდა თბილისის სამხედრო საოლქო ჰოსპიტლის პულმონოლოგიური განყოფილების ავადმყოფის მომვლელ უმცროს მედდად; 1995 წელს მუშაობდა თბილისის სამხედრო საოლქო ჰოსპიტლის ინტერნად თერაპიის სპეციალობით; დასრულების შემდეგ გაწვეულ იქნა თბილისში საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, სადაც დაინიშნა ცენტრალური ჰოსპიტლის მიმღები განყოფილების უფროსად; 1998 წელს მიავლინეს სანკტ-პეტერბურგის ადიუნქტურაში (ასპირანტურა) ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკის ბაზაზე; ასპირანტურაში სწავლის პერიოდში მოამზადა საკვალიფიკაციო თემა; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდდატი (2001, ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციის მთავარი ენდოკრინოლოგი, პროფესორი ს. ბ. შუსტოვი); 2001-2003წწ. საქართველოს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის წამყვანი თერაპევტი; 2003 წიდან თბილისის აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თერაპევტი. რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (2001). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.936-937; საქინფორმი: ქართული საინფორმაციო სააგენტო: saqinform.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

