| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო დადიანი![]()
ბიოგრაფიამამის, გიორგი დადიანის, გარდაცვალების (1799) შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოს სამთავროს გამგებლობის საქმეში. 1804 წელს დაინიშნა სამეგრელოს უმაღლესი საგამგეო საბჭოს წევრად. 1805 წელს მეთაურობდა რუსეთთან სამეგრელოს შეერთების საკითხზე რუსეთში წარგზავნილ დელეგაციას. აქტიურად იბრძოდა აფხაზეთში რუსული ორიენტაციის მქონე საფარ-ბეგის დასამკვიდრებლად და ასლან-ბეგის გასადევნად. 1810–1823წწ. ლეჩხუმის სარდალ-მოურავი იყო. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1806–1812წწ., 1828–1829წწ. და რუსეთ-ირანის 1826–1828წწ. ომებში. რუსეთის მთავრობას ეხმარებოდა იმერეთის 1810 წელს და 1819–1820წწ. აჯანყებების ჩაქრობაში. წლების განმავლობაში ეკავა მსაჯულთუხუცესის (მდივანბეგთუხუცესი) თანამდებობა სამეგრელოს მთავრის კარზე. მას ეკუთვნის ისტორიული ნაშრომი "ქართველთ ცხოვრება" (1823–1824), "დასტურლამა" (სამეგრელოს სამთავროს მართვა-გამგეობის განწესება), "მიმოსვლა ნიკოლაჲ დადიანოვისა" (დაწერილია რუსეთში ყოფნისას, ჩვენამდე არ მოუღწევია), დღიური (1824–1834 წლებისა) და რამდენიმე ლექსი. "ქართველთა ცხოვრება" მან შეადგინა, როგორც მშობლიური ისტორიის სახელმძღვანელო. იგი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ორი წარმოადგენს "ქართლის ცხოვრების" და ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიის შემოკლებულ რედაქციას. მესამე ნაწილი კი ორიგინალურია, მოიცავს 1749–1823წწ. ისტორიას და დაწვრილებით მიმოიხილავს დასავლეთ საქართველოს ამბებს. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1804). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

