| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ვექილოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცარსკი კლიუჩი (ახლ. დედოფლის წყარო), ტფილისის გუბერნია. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი 1912 წელს; პეტროგრადის საარტილერიო სასწავლებელი 1914 წელს; მოსკოვის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი 1925 წელს; ვოროშილოვის სახელობის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია 1952 წელს. მონაწილეობდა 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომში, სარიყამიშის ბრძოლაში, კავკასიის სამხედრო მოქმედებათა თეატრზე; 1918 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში; 1925-1930წწ. იყო სომხეთის სამთო-მსროლელი დივიზიის პოლკის მეთაური; 1939-1940წწ. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში; 1941-1945წწ. სსრკ დიდ სამამულო ომში; 1941 წელს მსახურობდა სამხრეთის ფრონტის არტილერიის შტაბის უფროსად; 1942 წელს მიენიჭა არტილერიის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება; მონაწილეობდა ოდესის დაცვაში, სტალინგრადის ბრძოლაში, ბელორუსიის, კორსუნ-შევჩენკოვოს, ვისლა-ოდერის, პომერანიის და ბერლინის ოპერაციებში; აგრეთვე სევასტოპოლის, ბობრუისკის, ლუბლინოს, უნგრეთის რიგი ქალაქების, ზემო სილეზიის ბრძოლებსა და ბერლინის აღებაში; მსახურობდა ფრონტის არტილერიის უფროსის მოადგილედ, წითელი არმიის შტაბის უფროსის მოადგილედ; 1943 წლის ივნისიდან მსახურობდა წითელი არმიის არტილერიის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსად; 1946 წლიდან კითხულობდა ლექციებს გენერალური შტაბის აკადემიაში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი (1943). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

