The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მარტიროსოვი

გიორგი მარტიროსოვი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1977  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

1929-1930წწ. სწავლობდა გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მესაზღვრეთა უმაღლეს სკოლაში. 

1922 წლიდან მსახურობდა უშიშროების ორგანოებში: 1922-1923წწ. იყო აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის  განსაკუთრებული განყოფილების კურიერი; 1923-1926წწ. განსაკუთრებული კომისიის მე-2 დივიზიის, განსაკუთრებული განყოფილების საქმის მწარმოებელი (ქ. ბაქო); 1926-1929წწ. სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს, მე-3 დივიზიის განსაკუთრებული განყოფილების რწმუნებულის თანაშემწე (ქ. ლენინაკანი); მე-3 კავალერიის დივიზიის, პოლკის განსაკუთრებული განყოფილების რწმუნებული (1929, დაბა მანგლისი, საქართველოს სსრ); 1930-1932წწ. სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მე-3 დივიზიის განსაკუთრებული განყოფილების რწმუნებული (ქ. ლენინაკანი); 1932-1935წწ. ამიერკავკასიის შინსახკომის - გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განსაკუთრებული განყოფილების სრულუფლებიანი წარმომადგენლის, უფროსი ოპერ-რწმუნებული; 1935-1937წწ. შინსახკომის ქ. გაგრის სასაზღვრო კომენდანტი; 1937-1939წწ. შინსახკომის გაგრის განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების უფროსი; 1939 წელს  ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ ბაქოს შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი; 1939-1940წწ. - ბელორუსის რკინიგზის შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი; 1940-1941წწ. ლატვიის რკინიგზის შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი, სომხეთის სსრ-ში აეროდრომების მშენებლომის რწმუნებული; 1941-1943წწ. სომხეთის სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1943 წლის 14 თებერვალს მიენიჭა "სახელმწიფო უშიშროების კომისრის" წოდება; 1943-1945წწ.  სომხეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარი; 1945-1947წწ. შინსახკომის შსს სახელმწიფო უშიშროების ოპერატიული სექტორის უფროსი გერმანიაში (საქსონიისა და ჰალლეს პროვინციებში), ამავდროულად, 1947-1951წწ. გორკის ოლქის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1951-1952წწ. გორკის ოლქის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამმართველოს უფროსი; 1952-1953წწ. სომხეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1953-1954წწ. სომხეთის სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი; 1954-1955წწ. არხანგელსკის ოლქის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სამმართველოს უფროსი; 1955 წლიდან იმყოფებოდა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, კადრების სამმართველოს განკარგუკლებაში. დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით. გენერალ-მაიორი (1945).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.161-163

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - ლენინის ორდენი
  • 1944 - წითელი დროშის ორდენი
  • 1943 - წითელი დროშის ორდენი
  • 1941 - წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: