| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხრუკვეთი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის გაძლიერებული მათემატიკური 89-ე საშუალო სკოლა; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1980 წელს; ჩაირიცხა აღნიშნული უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 2 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის დიმიტროვის სახელობის 31-ე საავიაციო ქარხანაში რიგით თანამშრომლად; 1975 წელს ქარხნის ხელმძღვანელობამ გაუკეთა ლიმიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. 1992-1993წწ. თავის სპეციალობაში ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონებებით და მისი დანერგვით დიდი სარგებელი მოუტანა სახელმწიფოს. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანად; 2007 წელს იყო ამავე უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი. მას ეკუთვნის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით მრავალ ადამიანს აქვს დაცული დისერტაცია. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1986 წელს; სადოქტორო დისერტაცია 2003 წელს. პროფესორი. წყარო: პროფესორ ნუგზარ იოსების ძე წერეთლის ბიოგრაფიული ცნობები // სახალხო განათლება. -თბილისი,2023.-N6 (4613).-გვ.12; ნუგზარ წერეთელი / ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი,2023.-N95 (9627).-გვ.10 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

