| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ კენკიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომის (მებაღე–მევენახის) სპეციალობით 1933 წელს. 1933–1936 წლებში იგი მუშაობდა სოფელ ნაფარეულის სკოლაში აგრონომ–მასწავლებლად, დირექტორად; 1936-1938წწ. სოფელ ქსოვრისის სკოლის დირექტორი; 1938-1943წწ. სამტრესტის ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი მიკრობიოლოგი, გამგე; 1943-1952წწ. სოფელ მჭადიჯვრის სასოფლო საბჭოს უბნის აგრონომი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 1952-1953წწ. ბოლნისის ღვინის ქარხნის ლაბორატორიის გამგე; 1954-1985წწ. სამტრესტის ცენტრალური ლაბორატორიის გამგე, ტექნო–ქიმიური და მიკრობიოლოგიური კონტროლის უფროსი ინსპექტორი, ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე; ვასილ კენკოშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის სამტრესტის ცენტრალური ლაბორატორიის დაარსებაში. გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო შრომები, მინიჭებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.127-128 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

