| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კნუტ ჰამსუნი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ლომი, ნორვეგია. ბევრს მოგზაურობდა. 1899 წელს იმოგზაურა კავკასიაში, იყო საქართველოშიც. თბილისში ცხოვრობდა ორბელიანთა უბანში, ყოფილ სასტუმრო "ლონდონში" (ახლანდ. ათონელის ქ. N31). საქართველოში ყოფნის შედეგად დაიწერა პიესა "თამარ დედოფალი" და შთაბეჭდილებები "ზღაპრულ ქვეყანაში" (1903). კ. ჰამსუნი მოხიბლა საქართველომ, მისმა არქიტექტურულმა ძეგლებმა – სვეტიცხოველმა, ჯვარმა და სხვ. მან აღწერა თბილისი თავისი ქუჩებითა და უბნებით, განსაკუთრებით მოეწონა აღმოსავლური ბაზარი, ხელოსნების, მჭედლებისა და მედუქნეების რიგები; გააოცა ხალიჩების მქსოველებმა, რომლებიც იქვე, მის თვალწინ, ქსოვდნენ ულამაზეს ხალიჩებს. კ. ჰამსუნისათვის აღმოჩენა იყო ქართული ანბანი, ასოების დახვეწილი მოხაზულობა: "ყველაზე საოცარია ქართული ასოები" – წერდა ის - "ვერ ვხვდები, ევროპელები და ამერიკელები რით დგანან ამათზე მაღლა". ნორვეგიელი მწერალი. კ. ჰამსუნი გარდაიცვალა თავის მამულში, ნორჰოლმში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

