| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არკადი ტერ-თათევოსიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბაქოს საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი და ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემია. აკადემიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის შეზღუდულ სამხედრო კონტინგენტში, ავღანეთის დემოკრატიულ რეპუბლიკაში, შემდეგ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიასა და ბელორუსიაში, 1987 წლიდან - სომხეთში. 1988 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა მოხალისეთა სწავლებებში. 1990 წელს გახდა მოხალისეთა რაზმ "დავიდ სასუნცის" წევრი. რაზმი იცავდა სასაზღვრო სომხურ სოფლებს. 1991 წელს დანიშნეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული პირველი სახელმწიფო სამხედრო უწყების – თავდაცვის კომიტეტის გარეშე სამხედრო მომზადების განყოფილების უფროსად, კომიტეტი რესპუბლიკის სასწავლო დაწესებულებებში, ყოფილ დოსააფში და სხვა ორგანიზაციებში მიზნობრივ მუშაობას ახორციელებდა, სწავლობდა სახელმწიფოთა გამოცდილებას შეიარაღებული ძალების მშენებლობის საქმეში. იგი აგრძელებდა თავისი ცოდნის და მდიდარი გამოცდილების გამოყენებას თავდაცვის სამინისტროს კადრების აღზრდის სამმართველოს უფროსის, შემდეგ კი მინისტრის თანაშემწის თანამდებობებზე. 2002 წლიდან მუშაობდა ყოფილ დოსააფში. სამხედრო კარიერის ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა სპეციალისტების მომზადებას სომხეთის შეიარაღებულ ძალებში. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. გენერალ-მაიორი (1992). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

