The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოვანეს უნანიანი

ოვანეს უნანიანი
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1952  (74 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი.

დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1975 წელს.

1975 წლიდან მუშაობდა სომხეთის სსრ შსს აპარატში. 1975-1977წწ. - სპანდარიანის რაიონის შს განყოფილებაში, არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციაში, უფროსი ინსპექტორი; 1977-1983წწ. - იმავე განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი; 1983 წელს ქ. ერევნის შსს სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების მთავარი ინსპექტორი; 1983-1984წწ. - სპანდარიანის რაიონის შს განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების უფროსი; 1984-1991წწ. - ორჯონიკიძის რაიონის შს განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებული, უფროსი ოპერრწმუნებული; 1991-1993წწ. - იმავე განყოფილებაში, სისხლის სამძებროს ქვეგანყოფილების უფროსი, შემდეგ განყოფილების უფროსის მოადგილე; 1993-1994წწ. - შაუმიანის რაიონის შს განყოფილების უფროსი; 1994 წელს - ქ. ერევნის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1994-1996წწ. - რესპუბლიკის შსს მინისტრის მოადგილე; 1996-1997წწ. - შაუმიანის შს განყოფილების უფროსი; 1997-2003წწ. -  რესპუბლიკის შს მინისტრის მოადგილე. 2003 წლიდან - რესპუბლიკის პოლიციის უფროსის მოადგილე. მინიჭებული აქვს ორდენები და მედლები: დრასტამათ კანაიანის ორდენი, გარეგინ ნჯდეს ორდენი, ანდრანიკ ოზანიანის ორდენი, მარშალ ბაგრამიანის ორდენი, ორდენი - "დამსახურებისათვის სამშობლოს წინაშე" (2001), რუსეთის ფედერაციის შსს დამსახურებული თანამშრომელი (2001), 2002 - სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების დამსახურებული თანამშრომელი (2002), სომხეთის რესპუბლიკის შსს დამსახურებული თანამშრომელი (2003). პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი (2003).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.219-220


გააზიარე: