The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დაზმირ ცანავა

დაზმირ ცანავა
დაბადების თარიღი:1941  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ქ. სტავროპოლის სამედიცინო ინსტიტუტი (ქალაქი რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონი) 1964 წელს.

1964-1970წწ. გაიარა დახელოვნება ქ. მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ზოგად ქირურგიაში, თორაკალურ და გულსისხლ-ძარღვთა ქირურგიაში; 1966-1970წწ. ასპირანტურა რიაზანის სამედიცინო ინსტიტუტში გაიარა; 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია საყლაპავი მილის და კუჭის კარდიალური ნაწილის ქირურგიის თემაზე; 1975 წელს გამოსცა მონოგრაფია "საყლაპავი მილის გულმკერდის ნაწილის ქირურგიული მიდგომების შესახებ" რომელმაც 1976 წელს რუსეთის ფედერაციის დიპლომი მიიღო, როგორც საუკეთესო წიგნმა; 1964-1973წწ. მუშაობდა ქ. ვლადიმირის საოლქო საავადმყოფოში ზოგად და თორაკალურ ქირურგიაში; ქ. რიაზანის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში; 1974 წლიდან დაბრუნდა საქართველოში და იყო "ენგურის სამედიცინო კომპლექსის" გენერალური დირექტორი; 2002-2010წწ. იგი როგორც სრული პროფესორი, ხელმძღვანელობდა კათედრებს ზუგდიდის დამოუკიდებელ და სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არის მრავალი სამედიცინო ნაშრომის ავტორი, რომელიც ეხება საყლაპავი მილის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ელექტროფიზიოლოგიას და კუჭზე ნაკლებ ტრავმულ და უფრო ფიზიოლოგიური ოპერაციების დამუშავებას. იგი არის კუჭის ოპერაციის ახალი მეთოდის ავტორი, რომელსაც მინიჭებული აქვს საავტორო უფლება. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "12-გოჯა ნაწლავის ქირურგიის თანამედროვე მიდგომების შესახებ", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.34


გააზიარე: