| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ აბამელიქოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზია 1871 წელს; სწავლობდა ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელში; მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი I თანრიგით 1874 წელს; მოგვიანებით დაამთავრა კურსი ოფიცერთა საარტილერიო სკოლაში. 1874-1876წწ. მსახურობდა მე-13 საარტილერიო ბრიგადაში, მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს; 1877-1878წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს მსახურობდა ალექსანდრეს საციხოვნო არტილერიის სამეურნეო ნაწილის გამგის ადიუტანტად; 1892-1894წწ. - ყარსის საციხოვნო არტილერიის მე-3 საარტილერიო ბატარეის მეთაური; 1898-1899წწ. - ბრესტ-ლიტოვსკის საციხოვნო არტილერიის I ბატარეის მეთაური; 1899 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1901-1902წწ. - დვინსკის საციხოვნო არტილერიის საალყო დივიზიონის მეთაური; 1902-1906წწ. - I საალყო-საარტილერიო პოლკის მეთაური; 1907 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება; 1906-1913წწ. - კოვნოს საციხოვნო არტილერიის მეთაური; 1913 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან წლოვანებით, მუნდირით და პენსიონით. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-ლეიტენანტი (1913). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

