| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კეთხუდოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ტფილისის გუბერნიაში. დაამთავრა პავლოვსკის I სამხედრო სასწავლებელი I თანრიგით 1889 წელს. სამხედრო სამსახური დაიწყო 1887 წელს ეკატენოსლავის ლაიბ-გრენადერთა I პოლკში. თანმიმდევრულად მიენიჭა პოდპორუჩიკის (1888), გვარდიის პოდპორუჩიკის (1889), პორუჩიკის (1893), შტაბს-კაპიტნის (1899) და კაპიტნის (1901) სამხედრო წოდებები. იყო საპოლკო ადიუტანტი, მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს. 1906 წელს ჩაირიცხა იმპერატორის ამალაში. 1909 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1911-1915წწ. მსახურობდა ლაიბ-გვარდიის მე-3 მსროლელი პოლკის შტაბ-ოფიცრად. თავის პოლკთან ერთად მონაწილეობდა 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომში. 1915-1916წწ. მსახურობდა ჰელსინგფორსის კომენდანტად. დაჯილდოებული იყო ორდენებით: 1896 - ბულგარეთის წმინდა ალექსანდრეს V ხარისხის ორდენი (1896), საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით - კავალერთა ჯვარი (1897), რუმინეთის ვარსკვლავის IV ხარისხის ორდენით (1898), იტალიის გვირგვინის ოფიცერთა ჯვრის ორდენით (1902). გენერალ-მაიორი (1916). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

