| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტრისტან ჯიოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქურთა, ცხინვალის რაიონი. დაამთავრა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სოფლის მეურნეობის ტექნიკუმი მეფუტკრეობის სპეციალობით 1970 წელს. მუშაობდა სოფელ ერედვის მეფუტკრეობის მეურნეობაში უფროს ინსტრუქტორად. 1971-1979 წლებში მსახურობდა ფსკოვის სადესანტო დივიზიასა და შინაგან საქმეთა ორგანოებში. 1977-1988 წლებში იყო საბჭოთა კავშირის სამხედრო ოფიცერი. 1992 წლის 1 მარტიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვარდია) "შავი ავაზას" ბატალიონში, ბატალიონის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, იბრძოდა სამაჩაბლოში. 1992 წლის 14 აგვისტოს ბატალიონი "შავი ავაზა" იმყოფებოდა აფხაზეთში. დაიღუპა 1992 წლის 26 აგვისტოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.556
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

