The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გუჯეჯიანი

გივი გუჯეჯიანი
ოფიციალური სახელი:გუჯეჯიანი გიორგი
დაბადების თარიღი:1933
გარდაცვ. თარიღი:1997  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დამთავრა: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1956 წელს; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 1963 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი 1969 წელს.

1956-1958წწ. ხირსის ღვინის ქარხანა, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1963-1969წწ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, მეცნიერ-მუშაკი; 1969-1981წწ. წინანდლის საწარმოო გაერთიანების მთავარი მეღვინე; 1981-1989წწ. მანავის ღვინის კომბინატის დირექტორი; 1989-1991წწ. მარნეულის რაიონის აგროსამრეწველო-სავაჭრო ფირმა "თამარისი", მთავარი მეღვინე; 1991-1992წწ. თბილისის კონიაკის ქარხნა, დირექტორი, დირექტორის მოადგილე; 1996-1997წწ. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. არჩეული იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის მსუბუქი და აგროსამრეწველო განყოფილების მრჩევლად. 1973 წელს სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა თურქეთში, იზმირის საერთაშორისო ბაზრობაზე, 1980 წელს ქ. მიუნხენში მოწყობილ საერთაშორისო გამოფენაზე "იკოფა - 80". გამოქვეყნებული ჰქონდა 26 სამეცნიერო შრომა, რამდენიმე მონოგრაფია. იყო სამი გამოგონების ავტორი. მისი ავტორობით და თანაავტორობით შეიქმნა არაერთი ახალი მარკის ღვინო და კონიაკი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.191-192

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: