The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუნუ გურგენიძე

ნუნუ გურგენიძე
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1962 წელს; გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1963 წელს. 

1990-2005წწ. ასწავლიდა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში თურქულ ენას; 2005-2008წწ. თავისუფალ უნივერსიტეტში; 2009-2021წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა კურსებს: თურქული ენა, თურქული დიალექტოლოგია, თურქული ლექსიკოლოგია; მისი კვლევის სფეროებია: ქართული დიალექტებში ნასესხებ აღმოსავლური წარმომავლობის სიტყვათა ეტიმოლოგიის საკითხები, თურქიზმები ქართულ ონომასტიკაში, არქაიზმები თურქეთის ქართველთა მეტყველებაში, ქართველიზმები ჩრდილო აღმოსავლეთ ანატოლიის თურქულ დიალექტებში. მისი ნაშრომებია: "ქართველიზმები ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის თურქულ დიალექტებში: (ყარსი, არზრუმი, ჭოროხი, ორდუ, ტრაბზონი, რიზე და მისი  შემოგარენი", 2006), "ქართულ დიალექტებში ნასესხებ თურქიზმთა ეტიმოლოგიისათვის" (2014), "აღმოსავლური წარმოშობის ლექსიკური ელემენტები საქართველოს მთის (მთიულური, გუდამაყრული, თიანური) დიალექტებში" (2015), თურქოლოგი,  გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი (1968). დაჯილდოებულია საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერო სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (2018). ფილოლოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1967).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: