| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან აბესაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზოვრეთი, ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი მცენარეთა ანატომია-ფიზიოლოგიის განხრით. უნივერსიტეტის დამთავრებამდე მუშაობა დაიწყო თბილისის ბოტანიკური ბაღის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში. ვასილ ალექსანდროვის ხელმძღვანელობით გამოაქვეყნა სტატიები საკავშირო და საერთაშორისო ჟურნალებში: "საცრისებრი მილების გვერდითი კედლების სტრუქტურა" (1926), "ასიმილაციური და ტრანსპირაციული პროცესები ყურძნის ძირითად კახურ ჯიშებში" (1929), ვასილ ალექსანდროვის თბილისიდან გამგზავრების შემდეგ (1927) გააგრძელა სამეცნიერო თანამშრომლობა თავის მასწავლებელთან; 1932 წელს ვ. ალექსანდროვი, ქ. აბესაძე, რ. ნასონოვი და მ. იაკოვლევი აქვეყნებენ სტატიას "ზოგიერთ ბალახოვან (ლაფან-ბოჭკოვან) მცენარეებში ღეროს აგებულების პრინციპები და მისი შესწავლის მეთოდები", ვ. ალექსანდროვისა და ქ. აბესაძის ავტორობით რუსულ და გერმანულ სამეცნიერო ჟურნალებში დაიბეჭდა ნაშრომი: "მასალები ორლებნიანი მცენარეების ჭურჭელ-ბოჭკოვან კონაში ჭურჭლების წარმოშობის განმსაზღვრელ კანონზომიერებათა გამოსავლენად" (1934), მათი ერთობლივი ნამუშევარია საკავშირო ბოტანიკურ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია "Об образовании листовой щели в центральном цилиндре стебля двудольного растения" (1935); 1919-1927წწ. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაარსდა მცენარეთა ფიზიოლოგიის კათედრა, ქეთევან აბესაძე თავდაპირველად პრეპარატორად (1926), შემდგომში კი ასისტენტად (1929) ჩაირიცხა უნივერსიტეტის შტატში; ბოტანიკური ბაღის შრომების კრებულში სხვებთან ერთად გამოაქვეყნა სტატია "საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების ფილოქსერისადმი გამძლეობის სხვადასხვა ხარისხის დამოკიდებულება მათი ფესვთა სისტემის ანატომიურ აგებულებასთან" (1930); კვლევის შედეგები საფუძვლად დაედო ფილოქსერაგამძლე ვაზის ჯიშების გამოყვანას; 1931 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინებულ იქნა ლენინგრადის საკავშირო მემცენარეობის ინსტიტუტში; 1933 წელს იბეჭდება ქეთევან აბესაძისა და ქსენია ცხაკაიას ნაშრომი – "სანამყენისა და საძირის ურთიერთგავლენა ცაგახსნილ და ცაგაუხსნელ ვაზის ნამყენებში წყლის მარაგის განაწილებაზე", 1950 წელს ქ. აბესაძე, ლ. ჯაფარიძე და მ. შანიძე აქვეყნებენ თეზისებს - "ქლოროზით გამოწვეული ცვლილებები დამყნილი ვაზის ჯიშის "ალიგოტე"-ს გამტარ სისტემაში"; 1940 წლის თებერვალში მან მონაწილეობა მიიღო მცენარეთა ფიზიოლოგების საკავშირო კონფერენციის მუშაობაში; გარდა კვლევითი მუშაობისა, სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას; ასწავლიდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო, ოზურგეთის საკავშირო ჩაის ინსტიტუტში, თბილისის ზოოვეტერინარულ, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1937-1950წწ. მუშაობდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბოტანიკის კათედრის გამგედ; 1938 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მცენარეთა ანატომიაში; 1950 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განთავისუფლდა ბოტანიკის კათედრის გამგის მოვალეობისაგან და გამოეცხადა მადლობა ინსტიტუტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის. წყარო: საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე.-თბ.,2016.-გვ.20-26
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

